კონტაქტი

თბილისი, (გმირთა მოედანი) კოსტავას ქუჩა №69

 ტელ: +995 032 2 62 32 62

 ელ.ფოსტა: mirrorceiling@gmail.com

info@mirrorua.ge

© 2018 Mirror Ceiling

ჩვენს შესახებ

კომპანია „მირორი“ დაარსდა 2007 წელს. დღესდღეობით ჩვენი კომპანია არის ერთერთი ყველაზე წარმატებული და განვითარებული კომპანია საქართველოში, რომელიც აკეთებს ფრანგულ გასაჭიმ ჭერებს. კომპანია „მირორი“ მაღალი რეპუტაციით სარგებლობს მომხმარებლებში, რაც ძირითადად დამსახურებულია შეკვეთის სწრაფად და რაც მთავარია ხარისხიანად შესრულებით. ჩვენი მთავარი მიზანია „კმაყოფილი მომხმარებელი“. ჩვენი გუნდი შედგება კვალიფიციური და პროფესიონალი სპეციალისტებისგან, რომლებიც შეასრულებენ თქვენს ნებისმიერ თხოვნას შესაძლებლობების ფარგლებში და ასევე დაგეხმარებიან თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ფრანგული და გერმანული გასაჭიმი ჭერები! რაზეც ვიძლევით 10 წლიან გარანტიას. გვაქვს ფერების ფართო არჩევანი ნებისმიერი გემოვნებისთვის (65 ფერი). ახლა უკვე შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ნახატის და ასევე 3D ფოტოს დატანა ჭერზე. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან, რაც გვაძლევს მუდმივად წინსვლის და განვითარების საშუალებას. გასაჭიმი ჭერის უპირატესობები და მახასიათებლები. ჭერი არის ეკოლოგიურად სუფთა, მყარი მასალა პოლიმერი რომელიც არ შეიცავს საშიშ ნივთიერებებს. ეს ჭერი არ იკრავს მტვერს და არ არის რთული მოსავლელი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი ჩამორეცხვა ან სველი ტილოთი გაწმენდა. მასალა, რომლისგანაც ის მზადდება, იძლევა შესაძლებლობას, რომ ჭერი იყოს იდეალურად სწორი. ის არ ატარებს წყალს, არ ზიანდება ზემოდან წყლის ჩამოშვების შემთხვევაშიც (1კვ.მ. აკავებს 100 ლიტრამდე წყალს). თუ ზემოდან წყალი ჩამოვიდა, ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ მოგემსახურონ და თქვენი პრობლემები მოაგვარონ სწრაფად და ხარისხიანად, რის შემდეგაც ჭერს დაუბრუნდება საწყისი ფორმა. გასაჭიმი ჭერი არ იგროვებს კონდენსატს, რაც იძლევა საშუალებას, რომ ჭერი დავამონტაჟოთ სველ წერტილებშიც. ჭერების დემონტაჟი არის ძალიან იოლი და შესაძლებელია მისი სხვა ფერებით თუ ნახატით ჩანაცვლება. გასაჭიმი ჭერი იძლევა საშუალებას შიგნით ჩავამონტაჟოთ ნებისმიერი ტიპის განათება. ასევე შესაძლებელია ხმის დამხშობი და სითბოს შემანარჩუნებელი მასალების ჩამონტაჟებაც. გასაჭიმი ჭერები არ იბზარება, არ ხუნდება და არ იხევა თავისით. პრიალა გასაჭიმი ჭერები ვიზუალურად ზრდის ოთახის ფართობს, იძლევა ანარეკლს და განათების დროს ქმნის შუქის ულამაზეს სპექტრს. "მირრორი" გთავაზობთ გასაჭიმ ჭერს:

განუსაზღვრელი შესაძლებლობები საკუთარი დიზაინისთვის. ესთეტიურობა და ტექნოლოგიის უმაღლესი ხარისხი. სარკისებური, ხავერდის, გლუვი, მეტალის, ნახევრადგამჭირვალე და პერფორირებული ზედაპირი. ფერთა 65-ზე მეტი არჩევანი. დიდი მოცულობის კონსტრუქციების შექმნის შესაძლებლობა. და ამავე დროს: არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს. უზრუნველყოფს საიმედო ხმოვან და თერმული იზოლაციას. შესაძლებლობას მოგცემთ სწრაფას და მარტივად დაამონტაჟოთ ნებისმიერი განათების საშუალება სავენტილაციო სისტემა, სიგნალიზაციის და დაცვის სისტემა. დაგიცავთ ჩამონადენი წყლისგან.